Thursday, January 27, 2011

აბასთუმანი

 აბასთუმანი - მას პატარა სამოთხესაც უწოდებენ. თუ ერთხელ მაინც ხარ ნამყოფი აქ სულ გინდა რომ დაბრუნდე კვლავ. აქ არაჩვეულებრივი ბუნებაა და ადამიანებიც არაჩვეულებრივი ხდებიან ამ გარემოში. ეს პატარა დაბა მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე და ადიგენიდან 15 წუთის სავალზეა... მე განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი მესხეთი. დაბლა დაბა აბასთუმანია თავისი სამკურნალო აბანოებით. საბაგირო გზით კი აბასთუმნის ასტრო-ფიზიკურ ობსერვატორიაში მოხვდებით. ხუთიოდე წლის წინ ვიყავი ობსერვატორიაში სტუმრად... მაშინ მქონდა ბედნიერება სატურნი მენახა. სატურნი პატარძალივით ლამაზია...
ამ ზაფხულს კვლავ გავეშურე აბასთუმნის მოსანახულებლად. ობსერვატორია 2008 წლიდან ილიას უნივესიტეტს მიუერთდა. ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა: მუზეუმის შენობა გარემონტებული და კეთილმოწყობილია. ფუნქციონირებს ორი კეთილმოწყობილი სასტუმრო.
 აქ მეგზურობას გაგიწევენ მეცნიერები-ასტრონომები. ამინდებმაც ხელი შეგვიწყო: მოგეხსენებათ ღრუბლიან ამინდში დაკვირვებები არ ხდება.  მე ბედნიერება მქონდა მენახა იუპიტერი და მისი თანამგზავრები, ვენერა და მთვარე, ასევე მზე... დიახ მზე, ეს შესაძლოა უცნაურად გეჩვენებათ მაგრამ მზის ტელესკოპიც არსებობს. სხვა პლანეტებისაგან განსხვავებით უშუალოდ მზის დანახვა შეუძლებელია მაგრამ შესაძლებელია მზის სპექტრის ნახვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ელექტრონულ კატალოგ JSTOR -იდან
  2. საჯარო ბიბლიოთეკა ივ. ჯავახიშვილი - "ქართველი ერის ისტორია"
  3.  საჯარო ბიბლიოთეკა, ხარაძე ე.საუკუნის მიწურულს- მზის სრული დაბნელებანი
  4. http://ka.wikipedia.org/
  5. http://www.science.org.ge/cv/Tri%20Prezidenta%20(Part-III).pdf

პლანეტები

სატურნი