ობსერვატორია

მთა ყანობილი
აბასთუმნის ობსერვატორია ბედნიერი შემთხვევის წყალობით დაარსდა. რუსეთის იმპერატორის ვაჟს, გიორგი რომანოვს იმ დროის უკურნებელი სენი - ჭლექი შეეყარა. ექიმებმა მას აბასთუმანში ყოფნა ურჩიეს - იქ იცოცხლებთო. გიორგიმ აბასთუმანში სასახლე ააშენა, ხოლო მისმა მეგობარმა გლაზენაპმა  - პირველი ასტრონომიული კოშკი...
ობსერვატორია დაარსდა 1932 წელს, პირველი 40სმ დიამეტრის მქონე ცეისის ფირმის რეფრაქტორი (ლინზიანი ტელესკოპი) დაიდგა 1937 წელს...
ევგენი ხარაძის კაბინეტი
ობსერვატორიის დაარსების ისტორია, როგორც უკვე აღვნიშნეთ უკავშირდება გლაზენაპს, რომელიც უფლისწულს ახლდა აბასთუმანში მკურნალობის დროს და აწარმოებდა დაკვირვებებს ორმაგ ვარსკვლავებზე. გლაზენაპის დაკვირვებული მასალები, რომელიც შედარებით პატარა ტელესკოპით იყო გადაღებული, არაფრით ჩამოუვარდებოდა მაშინდელ პულკოვოს ობსერვატორიაში (პეტერბურგი) მიღებულ მასალებს. შედეგად ჩატარდა ასტრონომიული კლიმატის შესწავლა, ექსპედიციაში მონაწილეობდა ევგენი ხარაძე, რომელიც დაინიშნა კიდეც ობსერვატორიის დირექტორად და ხელმძღვანელობდა მას 60 წლის განმავლობაში...
რაც შეეხება ასტრო-კლიმატს, პირველი და მთავარი ატმოსფეროს გამჭვირვალობის საკითხია, ერთერთი მაჩვენებელია ატმოსფერული ფენების მდგრადობა, თუ იქ მყოფი ადამიანი დაუკვირდება ღამით მოწმენდილ ცას, შეამჩნევს რომ ვარსკვლავები ცაზე არ ციმციმებენ, ანუ მათგან წამოსული სინათლე მარტივად რომ ვთქვა, "არ მახინჯდება"...ვრცლად



ერთ-ერთი პირველი ტელესკოპი
 
 






მთვარე